Saturday, June 2, 2018

გაკვეთილის გეგმა



მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:    ლია მაზმიშვილი, პ.ნ 59001025453
საგანი: საქართველოს ისტორია
სწავლების საფეხური / კლასი: საბაზო/ მე-9 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 3
გაკვეთილის თემა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა,საშინაო პოლიტიკა,კონსტიტუციის შემუშავება და მიღება
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ:
·         გააანალიზონ,როგორ შეიქმნა  ახალი ქართული სახელმწიფოს საფუძვლები;
·         შეაფასებენ პირველი რესპუბლიკის მთავრობის მიერ გატარებულ საშინაო პოლოტიკის ძლიერ და სუსტ მხარეებს;
·         საერთო მიზნის მისაღწევად პროდუქტიულად თანამშრომლობას და მუშაობის პროცესში პასუხისმგებლობის განაწილებას.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები და ინდიკატორები:
ისტ.IX.3.მოსწავლესშეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები
  • ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს;
ისტ.IX.5მოსწავლესშეუძლია  გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე
  • მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე;
  • აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;
  • მსჯელობს მსოფლიო ომებით გამოწვეულ  ცვლილებებზე და საქართველოსთვის ამ ცვლილების  მნიშვნელობაზე;
  • აანალიზებს საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენას თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაზე. 




N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
მასწავლებელი ესალმება კლასს, საორგანიზაციო საკითხის მოგვარების შემდეგ, საპრეზენტაციო  პროგრამის საშუალებთ მონიტორზე აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას და მიზანს,  შეფასების კრიტერიუმებს, რომელიც გამოკრულია საკლასო ოთახში. მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს, ერთობლივად შემუშავებულ  ქცევის წესებს, რომელიც ასევე გამოკრულია კედელზე  და შეახსენებს, რომ გაკვეთილის მიმდინარობისას აუცილებელია წესების დაცვა.
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
მონიტორი, კომპიუტერი,
საპრეზენტაციო პროგრამა,
შეფასების რუბრიკები.
3წთ
2
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს:
.რომელი სამხედრო პოლიტიკური ბლოკის წევრი იყო რუსეთი პირველი მსოფლიო ომის დროს?
.რა გავლენა მოახდინა ომმა რუსეტის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საზოგადოებრივ –პოლიტიკურ ცხოვრებაზე?
.რატომ გახდა საჭირო საქართველოში ეროვნული ყრილობის მოწვევა?
.რას ნიშნავს ტერმინი „დეპეშით მიღებული რევოლუცია?“
მოსწავლეები პასუხობენ დასმულ კითხვებს,რომლებიც გამოჩნდება მონიტორზე თანმიმდევრობით.  დროდადრო მასწავლებელი განმავითარებელი კომენტარებით აფასებს მოსწავლეებს.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
მონიტორი, კომპიუტერი,
საპრეზენტაციო პროგრამა - MS Power Point,

10წთ
3
მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნევა,რომ გაითვალონ პირველი,მეორე,მესამეზე,ქმნის ჯგუფს   და აძლევს ინსტრუქციას: გადაშალეთ სახელმძღვანელო გვ.313–ზე,ჯგუფის პირველი ნომერი იმუშავებს პირველ ქვეთავზე–ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბება,მეორე ნომერი–მეორე ქვეთავზე–საშინაო პოლიტიკა,ხოლო მესამე –მესამე ქვეთავზე–საქარტველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია.ტექსტის საკუთარი ნაწიწილის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები გააცნობენ თანმიმდევრობით,ერთმანეთს ახალ მასალას.რის შემდეგაც ჯგუფი  უპასუხებს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს წერილობით(კითხვებს გაინაწილებენ სურვილისამებრ,თითოეული სამ კითხვას.ეს კითხვებია:
.გაიხსენე სოციალ–დემოკრატთა იდეოლოგია და ახსენი,რატომ არ გამოსახეს მათ გერბზე წმინდა გიორგი,შარავანდედითა და წმინდანობის სხვა ატრიბუტებით?
.როგორი პრინციპით ჩამოყალიბდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირველი მთავრობა?
.შენი აზრით,დამფუძვნებელი კრების მიერ ერთპარტიული მთავრობის დამტკიცება დადებითი მოვლენა იყო თუ უარყოფითი?დაასაბუთე შენი მოსაზრება.
.დაასახელე საშინაო პოლიტიკაში გატარებული რეფორმები,რომელს გამოარჩევდი და რატომ?
.როგორ ფიქრობ,რა შედეგები შეიძლებოდა გამოეწვია სამხედრო მშენებლობაში დაშვებულ შეცდომებს?
.შენი აზრით,რატომ გადასცა სოციალისტური მიმართულების მთავრობამ გლეხობას მიწები კერძო საკუთრებაში,როგორი საზოგადოების განვითარებას უწყობდა ხელს აღნიშნულირეფორმა?
.რას ნიშნავს „უნიტარული სახელმწიფო’“?
.რამდენი თავისგან შედგებოდა 1921წლის კონსტიტტუცია?
.შენი აზრით,რა ტიპის სახელმწიფოს აშენებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება? ჯგუფის წევრებს დაურიგდებათ თვითშეფასების ფურცელი, რომელიც უნდა შეავსონ მუშაობის დასრულების შემდეგ, პარალელურად მასწავლებელი მათ მუშაობის შედეგებს ინიშნავს ჯგუფის მუშაობის  დაკვირვების ჩეკ-ლისტში, მასწავლებელი განუსაზღვრავს მუშაობის დროს. მუშაობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი დაკვირვების ჩეკ-ლისტის და წყვილების თვითშეფასების საფუძველზე რამდენიმე სიტყვით შეაჯამებს ჯგუფში მუშაობის შედეგებს.

სახელმძღვანელოზე მუშაობა
ჯგუფური მუშაობა
სახელმძღვანელო,კალამი,ფურცელი
15წთ
4
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას,კითხულობენ დასმულ კითხვებზე გაცემულ პაუხებს–სათითაოდ.მოსწავლეები შეფასდებიან სიტყვიერი კომენტარებით
პტეზენტაცია
ინდივიდუალური
თაბახის ფურცლები
12წთ
5
მასწავლებელი მონიტორზე უჩვენებს პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკას:გერბს,დროშას და სვამს კითხვებს:
.ვინ არის დროშის პროექტის ავტორი?
.გერბის?
.ჰიმნის ავტორი?
მოსწავლეები პასუხობენ ინდივიდუალურად

კითხვა–პასუხი
ინდვიდუალური მუშაობა
კომპიუტერი, მონიტორი

3წთ
6
მასწავლებელი მონიტორზე უჩვენებს საშინაო დავალების პირობას და გვერდს, სადაც დავალებაა მოთავსებული
ვერბალური
მთელ კლასთან
მონიტორი, კომპიუტერი,
საპრეზენტაციო პროგრამა, სახელმძღვანელო.
2წთ

·        გაკვეთილი ბოლოს მისაღწევი შედეგები: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლ ეები შეძლებენ გააანალიზონ,როორ  შეიქმნა  ახალი ქართუი სახელ მწიფოს საფუძვლები და შეაფაონ პირველი რესპუბლიკის მთავრობის მიერ  გატარებუ საშინაო პოლოტიკის ძლიერი და სუსტი მხარეები; მოსწავლ ეებს განუვითარდებთ  ანამშრომლობისა და ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევები.

შეფასება:
·         განმავითარებელი(სიტყვიერი კომენტარი;
·         განმავითარებელი - ჯგუფის თვითშეფასება;
·         განმავითარებელი - ჯგუფზე დაკვირვების ჩეკ-ლისტი;
·         საკლასო დავალების განმსაზღვრელი შეფასება.



ჯგუფების მუშაობის  დაკვირვების ჩეკ-ლისტი                                                                          


N
ჯგუფის თითოეულ წევრს თანაბრად შეაქვს წვლილი დავალების შესრულებაში
ჯგუფი ასრულებს მითითებულ ინსტრუქციებს
მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან, პატივს სცემენ და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ჯგუფი დავალებას ასრულებს ზედმეტი ხმაურის გარეშე
მუშაობის დროს ჯგუფმა დაიცვა დროის ლიმიტი
1







ჯგუფური მუშაობის განმსაზღვრელი  შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
1-2
3-4
5-6
7-8
9
10
აანალიზებს ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნის საფუძვლებს
ვერ აანალიზებს ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნის საფუძვლებს
უჭირს ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნის საფუძვლების გაანალიზება
სხვისი დახმარებით ნაწილობრივ
 აანალიზებს ქართული სახელმწიფოს შექმნის საფუძვლებს
სხვისი დახმარებით
 აანალიზებს ქართული სახელმწიფოს შექმნის საფუძვლებს
უმნიშვნელო შეცდომებით აანალიზებს ქართული სახელმწიფოს შექმნის საფუძვლებს
შეცდომების გარეშე აანალიზებს ქართული სახელმწიფოს შექმნის საფუძვლებს
აფასებს საშინაო პოლიტიკის ძლიერ და სუსტ მხარეებს
ვერ აფასებს საშინაო პოლიტიკის ძლიერ და სუსტ მხარეებს
უჭირს შეფასება საშინაო პოლიტიკის ძლიერ და სუსტ მხარეების
სხვისი დახმარებით ნაწილობრივ აფასებს საშინაო პოლიტიკის ძლიერ და სუსტ მხარეებს

სხვისი დახმარებით აფასებს საშინაო პოლიტიკის ძლიერ და სუსტ მხარეებს
უმნიშვნელო შეცდომებით აფასებს საშინაო პოლიტიკის ძლიერ და სუსტ მხარეებს
შეცდომების გარეშე აფასებს საშინაო პოლიტიკის ძლიერ და სუსტ მხარეებს
ურთიერთობს და აზრს უზიარებს ჯგუფის წევრებს
არ ურთიერთობს და აზრს ვერ უზიარებს ჯგუფის წევრებს
უჭირს ურთიერთობა და აზრის გაზიარება
ნაწილობრივ ურთიერთობს და უჭირს აზრის გაზიარება
ურთიერთობს ჯგუფის წევრებთან და ნაწილობრივ უზიარებს აზრს
საკმარისად ურთიერთობს ჯგუფის წევრებთან და უზიარებსაზრს
გააჩნია საუკეთესო ურთიერთობისა და აზრთა გაზიარების უნარი
იცავს დროის ლიმიტს
ვერ იცავს დროის ლიმიტს
უჭირს დროის ლიმიტის დაცვა
ნაწილობრივ იცავს დროის ლიმიტს
საკმარისად იცავს დროის ლიმიტს
იცავს დროის ლიმიტს
ზედმიწევნითი სიზუსტით იცავს დროის ლიმიტს


ჯგუფის მუშაობის თვითშეფასება
ჯგუფის N------------         სახელი გვარი 1)-------------------------------------------------
                                                                         2)--------------------------------------------------
                                                                         3)--------------------------------------------------
0

N
კრიტერიუმი
კი
არა
1
სამუშაო გადანაწილებული გვაქვს თანაბრად


2
შევასრულე მასწავლებლის ინსტრუქციები


3
ვიზიარებდით ერთმანეთის აზრს


4
დავალებას შევასრულეთ  ზედმეტი ხმაურის გარეშე


5
დავიცავით დროის ლიმიტი